გაკვეთილის გაგმა


გაკვეთილის  გეგმ
გაკვეთილის  მთავარი  თემა
გამრავლების შედეგის შეფასება. წერითი გამრავლება.
სწავლების  საფეხური (კლასი)
Vკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 6(ექვსიბავშვი.აქედან  4(გოგონაა  და  2() ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლე შეძლოს მოქმედების კომპონენტების დამრგვალება და შემდეგ მათზე მოქმედებების სწრაფად შესრულება;ამასთანავე, მან უნდა შეძლოს, ამცანის პირობიდან გამომდინარე, დაგეგმოს განხილვის გზა, შეარჩიოს დამრგვალების წესი - მეტობით დაამრგვალოს, თუ - ნაკლებობით; გაიწაფოს გამრავლების შედეგის შეფასებაში.
წინასწარი  ცოდნა
●0 -ებზე დაბოლოებული რიცხვების გამრავლება.
●ერთ ნიშნა რიცხვებზე გამრავლება.
●რიცხვების დამრგვალება.
●ამოცანის კონტექსტის მიხედვით მოქმედებების თანამიმდევრობის  შერჩევა.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(10წთ.)
მოსწავლეებს  შევთავაზებ ამოცანებს
1. შეადრონ ერთმანეთს 26 700 * 18 და 626 000
2.ქარხანა დღეში 32 000 ლიტრ რძეს უშვებს ; შეძლებს თუ არა იგი 22 დღეში გამოუშვას 600 000 ლიტრი რძე
და ვაძლევ მითითებას რომ თითოეული თანამამრავლი  დაამრგვალონ  უმაღლეს თანრიგამდე. დამრგვალების შედეგად მიღებული რიცხვები ერთმანეთზე გადაამრავლონ და იგი შეადარონ მოცემულ რიცხვს. მსჯალობის შედეგად ისინი დაადგენენ რომ რადგან მეტობით დამრგვალებული რიცხვები მეტია აღნიშნულ მოცემულ რიცხვებზე ამიტომ მათი ზუსტი ნამრავლიც მეტი იქნება.(10წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და გამრავლების შედეგის შეფასებასა და მის მრავალმხრივ გამოყენებაში გაწაფვისათვის შევთავაზებ საკლასო სავარჯიშოებიდან(  1 -12, 14 , 17, 18, 19, 20, 24)
ამოცანების განხილვის შედეგად მოსწავლემ უნდა შეძლოს სამი შემთხვევის გამოყოფა:
ა)თუ ერთ- ერთი თანამამრავი დამრგვალებულია მეტობით - მიახლოებითი შედეგი მიღებულია მეტობით, ანუ მიახლოებითი შედეგი მეტია ზუსტზე.
ბ)  თუ ერთ- ერთი თანამამრავი დამრგვალებულია ნაკლებობით - მიახლოებითი შედეგი მიღებულია ნაკლებობით ანუ მიახლოებითი შედეგი ნაკლებია ზუსტზე.
გ)თუ თანამამრავლებიდან ზოგი მეტობითაა დამრგვალებული, ზოგი ნაკლებობით, ამ დროს გამრავლების შედეგის შეფასებას შემდგომი დაზუსტება ესაჭიროება. (10 წთ.)
●ვისარგებლებ  პროექტორით (კომპიუტერით) და excel-ის პროგრამის გამოყებით ვუჩვენებ შესაბამის მაგალითებს შედარების ხერხებს.(5 წთ.)
●შემდეგ ჯგუფებს აქტიობის გასაფართოებლად შევთავაზებ რომ ( 51 * 43  ) ჯერ დაამრგვალონ
ა)მხოლოდ პირველი თანამამრავლი ნაკლებობით (a) და გადაამრავლონ
ა)მხოლოდ მეორე თანამამრავლი ნაკლებობით(b) და გადაამრავლონ
ა) პირველი და მეორე თანამამრავლები ნაკლებობით (c) და გადაამრავლონ
ამის შემდეგ  შეადარონ  a, b და c  ნამრავლი ზუსტ ნამრავლს დაგამოიტანონ დასკვნები.ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ  წარმოდგენილი მაგალითების განხილვამ განხილვამ მოსწავლეებს არ შეუქმნას ილუზიები, რომ მიახლოებითი გამოთვლებით ყოველთვის შევძლებთ იოლად შევაფასოთ ნამრავლები.აღნიშნული აქტიობის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამრგვალების საჭირო ხერხის   (მეტობით ,  ნაკლებობით) შერჩევის უნარი.(7წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3წთ)